ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სამუშაო შეხვედრა ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან

28 თებერვალი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, ზურაბ უტიაშვილი, მერის მოადგილე ლერი გელენავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად, ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების და ა(ა)იპ გურჯაანის სამხატვრო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნულ ორგანიზაციებში არსებულ საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მალე, ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მოწესრიგებულ და კომფორტულ გარემოში გააგრძერლონ სწავლა.

ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები სულ მალე დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია, ასევე კეთილმოეწყობა სკოლის ეზო.

გააზიარე