სამუშაო შეხვედრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე საკითხები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი მაჩხაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ესწრებოდნენ.