ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

საჯარო სკოლის მედალოსნების დაჯილდოება

14 ნოემბერი, 2021

გურჯაანის "ტექნოპარკში", 2018-19-20 წლების, საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

 მედალოსნებს კუთვნილი ჯილდოები და შესაბამისი სერტიფიკატები პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა და საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა გადასცეს.

2018-2019 წლებში გურჯაანის საჯარო სკოლებში 51 ოქროს და 12 ვერცხლის მედალოსანი გამოვლინდა. 2019-2020 წლებში კი 66 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი გაიცა.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებულ ოქროსა და ვერცხლის მედლის მისაღებად ქულების დაანგარიშება იწყება მე–10 კლასიდან და სრულდება მე–12 კლასის შედეგების დათვლით. მოსწავლე ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუკი მის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული ამ სამი წლის განმავლობაში დამრგვალების გარეშე არის 10 ქულა. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მოსწავლის მიერ მე-10 კლასიდან მე-12 კლასამდე მიღებული შედეგების საშუალო არითმეტიკული უნდა შეადგენდეს 9,8 ან მეტს.

 მედალოსნების დაჯილდოება ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა.

გააზიარე