ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

საინფორმაციო კამპანია - მედიკამენტები 1 ლარად

4 სექტემბერი, 2019

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოსახლეობის უკეთესად ინფორმირებისთვის, გურჯაანის მუნიციაპლიტეტის მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს დეპუტატებმა, საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს მთელს მუნიციპალიტეტში. შეგახსენებთ, რომ პროგრამა ითვალისწინებს ექვსი წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის დაფინანსებას.  აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მიზანია გაიზარდოს მედიკამენტებზე ხელმისწავდომობა და მოსახლეობამ იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ფინანსური ბარიერების გარეშე.  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; შაქრიანი დიაბეტი (ტიპიII);  ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; ეპილეფსია; პარკინსონის დაავადება;  პროგრამით სარგებლობა შეუძლია:  სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;  მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი;  მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;  შშმ ბავშვებს; პარკინსონით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს; ეპილეფსიით დაავადებულ ნებისმიერი მოქალაქეს

გააზიარე