საბრძოლო დიდების მემორიალზე საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღიმართა
გურჯაანში, საბრძოლო დიდების მემორიალზე საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღიმართა.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი მაჩხაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დროშის აღმართვის ცერემონიაზე მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები "გურჯაანი" და "ხარება".