ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

რთველის შტაბის შეხვედრა

24 აგვისტო, 2023

"რთველი-2023"-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე ,,რთველი-2023“-ის წარმატებით ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებები განიხილეს.

გააზიარე