რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით 2 200 000 ლარია გამოყოფილი
მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით 2 200 000 ლარია გამოყოფილი.
დამატებით გამოყოფილი თანხით 11 ინფრასტრუქურული პროექტი განხორციელდება:
სოფელ ვაჩნაძიანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია;
სოფელ კალაურში შიდა საუბნო გზის (რეზერვუარებთან) და ჩიხის რეაბილიტაცია;
სოფელ შაშიანში ე.წ. “დოყიაანთ” უბნის გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ვაზისუბანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ველისციხეში ე.წ. სარიშვილის გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ზეგაანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ახაშენში ახალი ჭაბურღილის მოწყობა;
სოფელ ჩუმლაყში, ე.წ “კოშკში”, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ქოდალოში ახალი ჭაბურღილის მოწყობა;
სოფელ გურჯაანში, ქვემო წითელ უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ბაკურციხეში, გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
აღნიშნული გზების რეაბილიტაციასა და ჭაბურღილების მოსაწყობად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ჯამში
3 223 752 ლარი დაიხარჯება.