რა?სად?როდის? გამარჯვებული მეორე საჯარო სკოლის გუნდი გახდა
ინტელექტუალური თამაშის "რა?სად?როდის?" XVII სასკოლო სერიის ფინალური ტურის გამარჯვებული ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდი "შემოსწრებულები" გახდა.
მეორე ადგილი მელაანის საჯარო სკოლის გუნდმა "ევრიკა" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე I საჯარო სკოლის გუნდი "სამეფო კარის ლავაშები" გავიდა.
XVII სასკოლო სერიის საუკეთესო მოაზროვნე:
გეგა ფრიდონიშვილი გახდა.
გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ანნა კუტიბაშვილმა გადასცა.
ინტელექტუალური თამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
თამაშის რედაქტორი და წამყვანი, ტრადიციულად,
პაატა ჩახვაშვილი იყო.