ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"რა? სად? როდის?" სასკოლო სერიის ფინალისტები გამოვლინდნენ

4 May, 2022

 გურჯაანში, შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" მე-18 სასკოლო სერიის მეხუთე და მეექვსე ტურები გაიმართა.

თამაშში 19 საჯარო სკოლა მონაწილეობდა, საიდანაც ექვსი ტურის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე ექვსი გუნდი ფინალში ითამაშებს.

 ფინალისტები გახდნენ :

1. „ევრიკა“ - (სოფელ მელაანის საჯარო სკოლა) ;

2. „A-priori” - (სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა) ;

3. „როე“ - (სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა) ;

4. „შემოსწრებულები“ – (ქ.გურჯაანის მეორე საჯარო სკოლა) ;

5. „1121“ – (გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა) ;

6. „სამეფო კარის ლავაშები“ - (გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა) ;

თამაშის ფინალი 10 მაისს გაიმართება. გამარჯვებულ გუნდს ტრადიციულად, სიმბოლური პრიზი "ბროლის ბუ" გადაეცემა.

"რა? სად? როდის?" სასკოლო ტურნირი ა(ა)იპ "გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების" და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ტარდება.

გააზიარე