ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

პროექტი "უსაფრთხო სოფელი" აქტიურად მიმდინარეობს

13 April, 2020

გურჯაანში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჟურნალისტი მეგი საჯაიას ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პროექტი "უსაფრთხო სოფელი" მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში, დეზინფექცია უტარდება სავაჭრო ობიექტებს, სოფლებში მდებარე სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და ფულის ჩასარიცხ აპარატებს. ✅ აქციაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მიიღო. ასევე, მუდმივად არიან ჩართული ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ჟურნალისტი მეგი საჯაია და მოხალისეები. სადეზინფექციო სამუშაოები თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ეპიდემიოლოგის ოთარ ჩოკოშვილის რეკომენდაციებით და მითითებებით ხორციელდება. საჭირო რაოდენობის უსაფრთხო სადეზინფექციო ხსნარები კი მერიას საქართველოს საინჟინრო აკადემიის "სამედიცინო-ტექნიკური ცენტრის" ხელმძღვანელმა თენგიზ ცეცხლაძემ გადასცა.  შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დეზინფექციის სამუშაობს ა(ა)იპ დასუფთავების სამსახური მუდმივად ახორციელებს ადმინისტრაციულ შენობებში, ამბულატორიებში, საერთო საცხოვრებლების სადარბაზოებში და სხვა.

გააზიარე