ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ფრენბურთის სპარტაკიადა -26 აპრილი

27 April, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული სპარტაკიადის ფარგლებში, ფრენბურთის ტურნირი გაიმართა გოგონათა შორის, რომლის გამარჯვებულიც სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

 ფინალამდე, 21 აპრილს ზონალური შეხვედრები გაიმართა, რომლის გამარჯვებულებიც: ჭანდრის, ჩუმლაყის, არაშენდის და ვაჩნაძიანის გუნდები გახდნენ. ფინალში ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდი სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდს შეხვდა. მეორე ადგილის მფლობელი სოფელ ჩუმლაყის გუნდი გახდა, ხოლო მესამე ადგილზე ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა გავიდა.

ფრენბურთის ტურნირი გურჯაანის სპორტკომპლექსში გაიმართა. თამაშის დაწყებამდე მონაწილეებს Covid-19 -ის სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩაუტარდათ. ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, თამაში მაყურებლის გარეშე გაიმართა.

გამარჯვებულებს მედლები, დიპლომები და ბურთები მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფრომა თამარ ფურცელაძემ გადასცა.

 

გააზიარე