ფრანგი სენატორები გურჯაანში
საფრანგეთი-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოს სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრს "კახეთი-იონი", ფრანგი სენატორები ესტუმრნენ, რომლებსაც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი შეხვდნენ. სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ცანკაშვილმა სენატორებს სამედიცინო ცენტრი დაათვალიერებინა, შემდეგ კი აუდიტორიას პრეზენტაცია წარუდგინა ცენტრის დაფუძნებისა და მუშაობის ისტორიის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო ვიზიტი გურჯაანში, მიმდინარე წლის ზაფხულშიც განხორციელდა.