ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"პაპას ბაღში" მინი ბიბლიოთეკა მოეწყო

11 ივნისი, 2021

 ქალაქ გურჯაანში ,,პაპას ბაღში", პროექტის ,,ეკვილიბრიუმი“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ "წიგნის ბუდე" მინი ბიბლიოთეკა მოაწყო.

ღონისძიება, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 პროექტი, რომელიც წლებია ხორციელდება და ამჯერად, გურჯაანის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო ახალგაზრდების წიგნიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

 მინი ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და მისმა მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა გახსნეს.

გააზიარე