ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გამოქვეყნების თარიღი: 15 ივლისი, 2024
დასრულების თარიღი: 30 ივლისი, 2024

             

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ

________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება  15.07.2024წ. 12:00 - 30.07.2024. 17:00

 

 

ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით, გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქვემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონება:

 

-   ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქ.N1-ში მდებარე მდებარე 115,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 59,80კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.01.09.565, ღირებულებით - 66 695 (სამოცდაექვსიათას ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 11 500 (თერთმეტიათას ხუთასი) ლარი, შენობის - 55 195 (ორმოცდათხუთმეტიათას ასოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 20 009  (ოციათას ცხრა) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 335 (სამიათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარი.

აღწერილობა:

ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ერთსართულიანია, ძველი და ძალიან დაზიანებულია. არ აქვს ფანჯრები და კარები. ქონება მდებარეობს სარაჯიშვილის ქუჩაზე.

 

 

-   ქ. გურჯაანში, 9 აპრილის ქ.N45-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან 71,5კვმ არასაცხოვრებელი ფართი, ს.კ. 51.01.55.003.01.518, ღირებულებით - 65 995 (სამოცდახუთიათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 19 799  (ცხრამეტიათას შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 300 (სამიათას სამასი) ლარი.

აღწერილობა:

არასაცხოვრებელი ფართი განთავსებულია ქ. გურჯაანშ, 9 აპრილის ქუჩა N45-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულზე. არის ძალიან სარემონტო და მოუვლელი.

 

 

-   ქ. გურჯაანში, დავით აღმაშენებლის ქ.N144-ში მდებარე 5 212,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 1 891,0კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.01.61.039, ღირებულებით - 2 266 593 (ორიმილიონ ორასსამოცდაექვსიათას ხუთას ოთხმოცდაცამეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 521 200 (ხუთასოცდაერთიათას ორასი) ლარი, შენობის - 1 745 393 (ერთიმილიონ შვიდასორმოცდახუთიათას სამასოთხმოცდაცამეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 679 978  (ექვსასსამოცდაცხრამეტიათას ცხრაას სამოცდათვრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 113 330 (ასცამეტიათას სამასოცდაათი) ლარი.

აღწერილობა:

ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ორსართულიანია, საჭიროებს რეაბილიტაციას. ქონება მდებარეობს ქალაქ გურჯაანის თავში.

 

-   სოფელ შაშიანში მდებარე 62,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 22,9კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.04.61.019, ღირებულებით - 27 337 (ოცდაშვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 6 200 (ექვსიათას ორასი) ლარი, შენობის - 21 137 (ოცდაერთიათას ას ოცდაჩვიდმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 8 201  (რვაათას ორას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 367 (ერთიათას სამას სამოცდაშვიდი) ლარი.

აღწერილობა:

შენობა-ნაგებობა ერთსართულიანია, ძველია. საჭიროებს რეაბილიტაციას. მდებარეობს სოფელ შაშიანის განაპირას.

 

-   სოფელ შაშიანში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულიდან 199,52კვმ არასაცხოვრებელი ფართი, ს.კ 51.04.63.063.01.502. ღირებულებით - 184 157 (ასოთხმოცდაოთხიათას ასორმოცდაჩვიდმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 55 247  (ორმოცდათხუთმეტიათას ორასორმოცდაშვიდი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 9 208 (ცხრაათას ორას რვა) ლარი.

აღწერილობა:

არასაცხოვრებელი ფართი განთავსებულია სოფელ შაშიანში მდებარე შენობის მეორე სართულზე. არის ძალიან სარემონტო.

 

-   სოფელ ვაზისუბანში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულიდან 180,15კვმ არასაცხოვრებელი ფართი, ს.კ 51.05.65.316.01.500. ღირებულებით - 166 258 (ასსამოცდაექვსი ათას ორას ორმოცდათვრამეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 49 877  (ორმოცდაცხრაათას რვაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 8 313 (რვაათას სამას ცამეტი) ლარი.

აღწერილობა:

არასაცხოვრებელი ფართი განთავსებულია სოფელ ვაზისუბანში მდებარე შენობის მეორე სართულზე. არის ძალიან სარემონტო.

 

- სოფელ ჩალაუბანში მდებარე 320კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.16.55.666, ღირებულებით - 8 320 (რვაათას სამასოცი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 2 496  (ორიათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 416 (ოთხას თექვსმეტი) ლარი.

აღწერილობა:

მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ჩალაუბანში, სიღნაღთან დამაკავშირებელ ტრასასთან ახლოს.

 

-   სოფელ ზემო კაჭრეთში მდებარე 106,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, სავარაუდოდ, 99,3კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა,  ს.კ. 51.20.52.437 (51.20.52.000.437), ღირებულებით - 102 273 (ასორიათას ორას სამოცდაცამეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 10 600 (ათიათას ექვსასი) ლარი, შენობის - 91 672 (ოთხმოცდათერთმეტიათას ექვსასსამოცდათორმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 30 682  (ოცდაათიათას ექვსას ოთხმოცდაორი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 5 114 (ხუთიათას ას თოთხმეტი) ლარი.

აღწერილობა:

შენობა-ნაგებობა ერთსართულიანია, ძველია, საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას. მოდებული აქვს ეკალ-ბარდი, მდებარეობს სოფელ ზემო კაჭრეთის განაპირას.

 

-   სოფელ კაჭრეთში მდებარე 64,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,  ს.კ. 51.20.57.004.026, ღირებულებით - 1 536  (ერთიათას ხუთას ოცდათექვსმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 461 (ოთხასსამოცდაერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 77  (სამოცდაჩვიდმეტი) ლარი.

აღწერილობა:

მიწის ნაკვეთი მდებარეობს კაჭრეთის ცენტრალურ ნაწილში.

 

-  ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი

    ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.

 

-  ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

    ოქმი.

 

-  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში

    გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

-  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15

    კალენდარული დღის ვადაში უნდა  უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა

    სს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი -        

    GE16LB0121192433146005.

 

-  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების 

   დამადასტურებელ ოქმს, აუქციონის შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე)    

   უკან აღარ ბრუნდება;

 

-  30 კალენდარული  დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის

    შედეგები უქმდება.

 

-  ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში  გამარჯვებულს გადაეცემა  

   საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

 

-  ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების  მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

-  დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 22 88. ასევე, შეგიძლია 

   დარეკოთ ცხელ ხაზზე -  1420.

 

 

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია

 

 

 

 

გააზიარე