გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს
________________________
აუქციონის დაწყება - დამთავრება 15.07.2024წ. 12:00 - 30.07.2024წ. 17:00
ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით, გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქვემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონება:
- ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქ.N1-ში მდებარე მდებარე 115,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 59,80კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.01.09.565, ღირებულებით - 66 695 (სამოცდაექვსიათას ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 11 500 (თერთმეტიათას ხუთასი) ლარი, შენობის - 55 195 (ორმოცდათხუთმეტიათას ასოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 20 009 (ოციათას ცხრა) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 335 (სამიათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარი.
აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ერთსართულიანია, ძველი და ძალიან დაზიანებულია. არ აქვს ფანჯრები და კარები. ქონება მდებარეობს სარაჯიშვილის ქუჩაზე.
- ქ. გურჯაანში, 9 აპრილის ქ.N45-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან 71,5კვმ არასაცხოვრებელი ფართი, ს.კ. 51.01.55.003.01.518, ღირებულებით - 65 995 (სამოცდახუთიათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 19 799 (ცხრამეტიათას შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 300 (სამიათას სამასი) ლარი.
აღწერილობა:
არასაცხოვრებელი ფართი განთავსებულია ქ. გურჯაანშ, 9 აპრილის ქუჩა N45-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულზე. არის ძალიან სარემონტო და მოუვლელი.
- ქ. გურჯაანში, დავით აღმაშენებლის ქ.N144-ში მდებარე 5 212,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 1 891,0კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.01.61.039, ღირებულებით - 2 266 593 (ორიმილიონ ორასსამოცდაექვსიათას ხუთას ოთხმოცდაცამეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 521 200 (ხუთასოცდაერთიათას ორასი) ლარი, შენობის - 1 745 393 (ერთიმილიონ შვიდასორმოცდახუთიათას სამასოთხმოცდაცამეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 679 978 (ექვსასსამოცდაცხრამეტიათას ცხრაას სამოცდათვრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 113 330 (ასცამეტიათას სამასოცდაათი) ლარი.
აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ორსართულიანია, საჭიროებს რეაბილიტაციას. ქონება მდებარეობს ქალაქ გურჯაანის თავში.
- სოფელ შაშიანში მდებარე 62,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 22,9კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.04.61.019, ღირებულებით - 27 337 (ოცდაშვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 6 200 (ექვსიათას ორასი) ლარი, შენობის - 21 137 (ოცდაერთიათას ას ოცდაჩვიდმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 8 201 (რვაათას ორას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 367 (ერთიათას სამას სამოცდაშვიდი) ლარი.
აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა ერთსართულიანია, ძველია. საჭიროებს რეაბილიტაციას. მდებარეობს სოფელ შაშიანის განაპირას.
- სოფელ შაშიანში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულიდან 199,52კვმ არასაცხოვრებელი ფართი, ს.კ 51.04.63.063.01.502. ღირებულებით - 184 157 (ასოთხმოცდაოთხიათას ასორმოცდაჩვიდმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 55 247 (ორმოცდათხუთმეტიათას ორასორმოცდაშვიდი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 9 208 (ცხრაათას ორას რვა) ლარი.
აღწერილობა:
არასაცხოვრებელი ფართი განთავსებულია სოფელ შაშიანში მდებარე შენობის მეორე სართულზე. არის ძალიან სარემონტო.
- სოფელ ვაზისუბანში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულიდან 180,15კვმ არასაცხოვრებელი ფართი, ს.კ 51.05.65.316.01.500. ღირებულებით - 166 258 (ასსამოცდაექვსი ათას ორას ორმოცდათვრამეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 49 877 (ორმოცდაცხრაათას რვაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 8 313 (რვაათას სამას ცამეტი) ლარი.
აღწერილობა:
არასაცხოვრებელი ფართი განთავსებულია სოფელ ვაზისუბანში მდებარე შენობის მეორე სართულზე. არის ძალიან სარემონტო.
- სოფელ ჩალაუბანში მდებარე 320კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.16.55.666, ღირებულებით - 8 320 (რვაათას სამასოცი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 2 496 (ორიათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 416 (ოთხას თექვსმეტი) ლარი.
აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ჩალაუბანში, სიღნაღთან დამაკავშირებელ ტრასასთან ახლოს.
- სოფელ ზემო კაჭრეთში მდებარე 106,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, სავარაუდოდ, 99,3კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.20.52.437 (51.20.52.000.437), ღირებულებით - 102 273 (ასორიათას ორას სამოცდაცამეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 10 600 (ათიათას ექვსასი) ლარი, შენობის - 91 672 (ოთხმოცდათერთმეტიათას ექვსასსამოცდათორმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 30 682 (ოცდაათიათას ექვსას ოთხმოცდაორი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 5 114 (ხუთიათას ას თოთხმეტი) ლარი.
აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა ერთსართულიანია, ძველია, საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას. მოდებული აქვს ეკალ-ბარდი, მდებარეობს სოფელ ზემო კაჭრეთის განაპირას.
- სოფელ კაჭრეთში მდებარე 64,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.20.57.004.026, ღირებულებით - 1 536 (ერთიათას ხუთას ოცდათექვსმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 461 (ოთხასსამოცდაერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 77 (სამოცდაჩვიდმეტი) ლარი.
აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს კაჭრეთის ცენტრალურ ნაწილში.
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში
გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა
სს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი -
GE16LB0121192433146005.
- იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების
დამადასტურებელ ოქმს, აუქციონის შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე)
უკან აღარ ბრუნდება;
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის
შედეგები უქმდება.
- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს გადაეცემა
საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 22 88. ასევე, შეგიძლია
დარეკოთ ცხელ ხაზზე - 1420.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია