ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 65 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 520 000 ლარი დაიხარჯება

2 ნოემბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 65 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 520 000 ლარი დაიხარჯება.

 

6 სოფელში: ს.გურჯაანი, ფხოველი, ჩალაუბანი, მელაანი, ქოდალო, კაჭრეთი განხორციელდა გარე განათების მოწყობა;

სოფელ გურჯაანის N1 და N 2 საბავშვო ბაღების ეზოებში მოეწყო საბავშვო მოედნები;

სოფელ ძირკოკში მოეწყო სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ დარბაზს;

სოფელ კახიფარში განხორციელდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

სოფელ შაშიანში სოფლის ბოლოდან რკინიგზამდე ნაკვეთებთან მოეწყო სანიაღვრე არხი, რცხილააძეების უბანში კი ჩასასვლელი გზა;

სოფელ მუკუზნის საბავშვო ბაღში მოეწყობა სველი წერტილები და სოფელში არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება;

სოფელ ზეგაანში მიმდინარეობს სკოლის ეზოს შემოღობვა;

სოფელ ველისციხეში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;

სოფელ ჭერემში მოიხრეშება სოფელში მისასვლელი 300 მეტრიანი გზა;

სოფლებში: ფხოველი, ზიარი და დარჩეთი მიმდინარეობს სავარგულების გზის მოწყობა;

სოფელ ჩალაუბანში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა, ასევე ეზოში მოეწყობა საბავშვო მოედანი;

სოფელ მელაანში მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია;

სოფელ არაშენდაში მოეწყობა სკვერი;

სოფელ ქოდალოში მოეწყობა წყლის რეზერვუარი;

სოფელ კარდენახში მიმდინარეობს ე.წ "ხევისუბნის" მოსაცდელის რეაბილიტაცია და ამბულატორიის ეზოში დასასვენებელი ადგილის მოწყობა;

სოფელ ნანიანში მიმდინარეობს საჯარო სკოლის ეზოს შემოღობვა, ასევე მოხდება ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერის შემოღობვა;

სოფელ კაჭრეთის საბავშვო ბაღში შეიცვალა კარ-ფანჯარა;

 

 

გააზიარე