გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში65 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 520 000 ლარი დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში65 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 520 000 ლარი დაიხარჯება.
6 სოფელში: ს.გურჯაანი, ფხოველი, ჩალაუბანი, მელაანი, ქოდალო, კაჭრეთი განხორციელდა გარე განათების მოწყობა;
სოფელ გურჯაანის N1 და N 2 საბავშვო ბაღების ეზოებში მოეწყო საბავშვო მოედნები;
სოფელ ძირკოკში მოეწყო სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ დარბაზს;
სოფელ კახიფარში განხორციელდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელ შაშიანში სოფლის ბოლოდან რკინიგზამდე ნაკვეთებთან მოეწყო სანიაღვრე არხი, რცხილააძეების უბანში კი ჩასასვლელი გზა;
სოფელ მუკუზნის საბავშვო ბაღში მოეწყობა სველი წერტილები და სოფელში არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება;
სოფელ ზეგაანში მიმდინარეობს სკოლის ეზოს შემოღობვა;
სოფელ ველისციხეში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;
სოფელ ჭერემში მოიხრეშება სოფელში მისასვლელი 300 მეტრიანი გზა;
სოფლებში: ფხოველი, ზიარი და დარჩეთი მიმდინარეობს სავარგულების გზის მოწყობა;
სოფელ ჩალაუბანში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა, ასევე ეზოში მოეწყობა საბავშვო მოედანი;
სოფელ მელაანში მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია;
სოფელ არაშენდაში მოეწყობა სკვერი;
სოფელ ქოდალოში მოეწყობა წყლის რეზერვუარი;
სოფელ კარდენახში მიმდინარეობს ე.წ "ხევისუბნის" მოსაცდელის რეაბილიტაცია და ამბულატორიის ეზოში დასასვენებელი ადგილის მოწყობა;
სოფელ ნანიანში მიმდინარეობს საჯარო სკოლის ეზოს შემოღობვა, ასევე მოხდება ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერის შემოღობვა;
სოფელ კაჭრეთის საბავშვო ბაღში შეიცვალა კარ-ფანჯარა;