გრანდიოზული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში
სოფელ ძირკოკში, განახლებულ საჭიდაო მოედანზე, ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული გრანდიოზული ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი 4 წონით კატეგორიაში გაიმართა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 100 -ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ძირკოკის გრანდიოზული ტურნირის გამარჯვებული, უკვე მეორედ, ბექა ბერძენიშვილი გახდა, რომელსაც მთავარი პრიზი " ჭედილა" გადაეცა.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში კი გამარჯვებულები გახდნენ : 65 კგ წონით კატეგორია:
I ადგილი - ჯაბა პაპინაშვილი;
II ადგილი - დავით ბახბახიშვილი:
III ადგილი - რობიზონ ფირანიშვილი;
75 კგ წონითი კატეგორია :
I ადგილი - მიხეილ ბახბახაშვილი;
II ადგილი - გიორგი პაპოშვილი;
III ადგილი - ერეკლე ოძელაშვილი;
85 კგ წონითი კატეგორია:
I ადგილი - გიორგი კაციაშვილი;
II ადგილი - კობა მჭედლიშვილი;
III ადგილი - დიმიტრი ქოჩილაიძე;
მძიმე წონითი კატეგორია:
I ადგილი - ბექა ბერძენიშვილი;
II ადგილი - რატი დემეტრაშვილი;
III ადგილი - გიორგი ზაქარიაძე; \
ტურნირს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ცნობილი ფალავნები - გურამ საღარაძე, უშანგი კუზანაშვილი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და სხვა ცნობილი სპორტსმენები ესწრებოდენენ.
ძირკოკის ტრადიციული გრანდიოზული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში ა(ა)იპ " გურჯაანის სპორტული გაერთიანების" ორგანიზებით გაიმართა.