Hot line : (0 353) 22 12 23

გრანდიოზული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

9 September, 2020

სოფელ ძირკოკში, განახლებულ საჭიდაო მოედანზე, ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული გრანდიოზული ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი 4 წონით კატეგორიაში გაიმართა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 100 -ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.  ძირკოკის გრანდიოზული ტურნირის გამარჯვებული, უკვე მეორედ, ბექა ბერძენიშვილი გახდა, რომელსაც მთავარი პრიზი " ჭედილა" გადაეცა.

სხვადასხვა წონით კატეგორიაში კი გამარჯვებულები გახდნენ : 65 კგ წონით კატეგორია:

I ადგილი - ჯაბა პაპინაშვილი;

II ადგილი - დავით ბახბახიშვილი:

III ადგილი - რობიზონ ფირანიშვილი;

75 კგ წონითი კატეგორია :

I ადგილი - მიხეილ ბახბახაშვილი;

II ადგილი - გიორგი პაპოშვილი;

III ადგილი - ერეკლე ოძელაშვილი;

85 კგ წონითი კატეგორია:

I ადგილი - გიორგი კაციაშვილი;

II ადგილი - კობა მჭედლიშვილი;

III ადგილი - დიმიტრი ქოჩილაიძე;

მძიმე წონითი კატეგორია:

I ადგილი - ბექა ბერძენიშვილი;

II ადგილი - რატი დემეტრაშვილი;

III ადგილი - გიორგი ზაქარიაძე; \

ტურნირს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ცნობილი ფალავნები - გურამ საღარაძე, უშანგი კუზანაშვილი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და სხვა ცნობილი სპორტსმენები ესწრებოდენენ.

ძირკოკის ტრადიციული გრანდიოზული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში ა(ა)იპ " გურჯაანის სპორტული გაერთიანების" ორგანიზებით გაიმართა.

 

Share page