ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ახაშენში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

5 April, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ამჯერად, სოფელ ახაშენში, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ლექსო ჭინჭარაძემ და აკაკი თარხნიშვილმა, ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებს პურის ფქვილი გადასცეს. თითო ტომარა ფქვილი ახაშენში მცხოვრებმა 50 - მა ოჯახმა მიიღო. აქციის ინიციატორების განცხადებით, ეს ერთჯერადი არ იქნება და ასეთი ოჯახების დახმარებას სამომავლოდაც გეგმავენ .  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დიდ მადლობას უხდის მათ, ასეთ განსაკუთრებულად რთულ პერიოდში, ჩვენი მოქალაქეების გვერდში დგომისთვის !

გააზიარე