სოფელ ახაშენში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ამჯერად, სოფელ ახაშენში, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ლექსო ჭინჭარაძემ და აკაკი თარხნიშვილმა, ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებს პურის ფქვილი გადასცეს. თითო ტომარა ფქვილი ახაშენში მცხოვრებმა 50 - მა ოჯახმა მიიღო. აქციის ინიციატორების განცხადებით, ეს ერთჯერადი არ იქნება და ასეთი ოჯახების დახმარებას სამომავლოდაც გეგმავენ . გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დიდ მადლობას უხდის მათ, ასეთ განსაკუთრებულად რთულ პერიოდში, ჩვენი მოქალაქეების გვერდში დგომისთვის !