ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ახაშენში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს

17 დეკემბერი, 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახაშენში, ახალი ამბულატორიის მშენებლობას ახორციელებს.  ახალ ამბულატორიას ექნება ოთხი ოთახი, სველი წერტილი, სამანიპულაციო ოთახი და ცენტრალური გათბობა. შენობა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, მოეწყობა პანდუსი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გუგა-2001" ასრულებს, რისთვისაც 81 400 ლარი იხარჯება.

გააზიარე