ახაშენში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახაშენში, ახალი ამბულატორიის მშენებლობას ახორციელებს. ახალ ამბულატორიას ექნება ოთხი ოთახი, სველი წერტილი, სამანიპულაციო ოთახი და ცენტრალური გათბობა. შენობა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, მოეწყობა პანდუსი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გუგა-2001" ასრულებს, რისთვისაც 81 400 ლარი იხარჯება.