ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ნახეთ, როგორი იქნება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილი, რეაბილიტაციის შემდეგ!

21 ივნისი, 2021

ნახეთ, როგორი იქნება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილი, რეაბილიტაციის შემდეგ!

ველისციხის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, სოფლის ცენტრალურ ნაწილში 60- მდე სახლის, თეატრის მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, თეატრის ფასადისა და I სართულის რეკონსტრუქცია და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაა დაგეგმილი, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის გამწმენდი ნაგებობა.

პროექტი პარლამენტის წევრი მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება. სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. ველისციხის ურბანული განახლების პროექტი ​აზიის განვითარების ბანკის 30 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

გააზიარე