ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის ფინალი

13 ნოემბერი, 2021

გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდი " უნივერსალი" გახდა. ​

 გამარჯვებული გუნდი პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა დააჯილდოვა.

ჟიურის წევრები იყვნენ: მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელი სოფია ბანძავა, მსახიობები - გუჯა ლორთქიფანიძე და "შონზო" და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე.

 ღონისძიება პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივით უკვე რამდენიმე წელია იმართება.

ჩემპიონატის ორგანიზატორია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

გააზიარე