ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის 6 თვის ანგარიში

10 ივლისი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 194 ოჯახმა ისარგებლა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 113 300 ლარი გაიცა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობა შეუძლია ოჯახს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და ერთერთი მშობილი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა, 18 წლამდე ასაკის, მეოთხე და ყოველ შემდეგ შვილზე ყოველთვიურ ფულად დახმარებას გულისხმობს.

გააზიარე