მორიგი სოციალური აქცია არაშენდაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოციალური აქციები გრძელდება. ამჯერად საზღვარგარეთ მცხოვრებმა, მაკა ბაწელაშვილმა, სოფელ არაშენდაში, უკიდურესად გაჭირვებულ 8 ოჯახს, სასურსათე კალათები გადასცა. სასურსათე კალათები მრავალშვილიანმა და სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მიიღეს, რომელიც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლებმა გადასცეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავსი ტიპის ქველმოქმედებას ახორციელებს.