ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით გურჯაანში შეხვედრა გაიმართა

12 მარტი, 2024

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით გურჯაანში შეხვედრა გაიმართა.

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მომხმარებლებს შეხვდნენ.

ღონისძიება გახსნა დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, გიორგი ალადაშვილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელმა მონაწილეებთან ერთად დეტალურად მიმოიხილა - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები. მათ შორის, თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით.

II საერთაშორისო კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.

გააზიარე