ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

“მოქალაქეთა თანადგომის” 1 წლის ანგარიში

6 დეკემბერი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველმა მოადგილემ ლერი გელენავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა ა(ა)იპ "მოქალაქეთა თანადგომის" წლიური ანგარიში მოისმინეს.

ა(ა)იპ - ის ხელმძღვანელმა ზაზა ჯადუგიშვილმა შეხვედრაზე, რომელიც გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა, ა(ა)იპ "მოქალაქეთა თანადგომის" მუშაობის შესახებ ისაუბრა. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის შექმნილი ორგანიზაცია ყოველდღიურად 300 ბენეფიციარს ემსახურება. ბენეფიციარები უფასო კვების სერვისით ორ მისამართზე - ქალაქ გურჯაანში და სოფელ კაჭრეთში სარგებლობენ. საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო ბერიძიშვილის ინიციატივით მომავალი წლიდან უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა 100 - ით გაიზრდება.

გააზიარე