მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშების პირველი ტური გაიმართა
გურჯაანში, მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშების პირველი ტური გაიმართა.
ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები იღებენ მონაწილეობას.
გურჯაანიდან ჩემპიონატში სოფელ ჯიმითის გუნდი ასპარეზობს, რომელიც შიდა მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებულია. ჯიმითის გუნდმა პირველი შეხვედრა საგარეჯოსთან გამართა და 3:0 გაიმარჯვა.
მეორე ტურის თამაშები 23 მაისს, ხოლო მესამე ტური 29 მაისს გაიმართება.
რეგიონულ შეხვედრებში გამარჯვებული გუნდი სასკოლო ლიგის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
სასკოლო ლიგის რეგიონულ ტურნირს გურჯაანი მასპინძლობს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.