მიმდინარე წლის 9 თვეში, სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 3 082 ბენეფიციარს გაუწია დახმარება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წლის 9 თვეში, სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 3 082 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 423 423 ლარი გაიცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს :
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
ახალშობილთა ოჯახების დახმარება;
ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა;
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება;
ბავშვთა სამედიცინო - სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება;
სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება;
მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო - ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება;
ა(ა)იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია მოქალაქეთა თანადგომის დაფინანსება;
ომის ვეტერანების და მათი ოჯახების დახმარება;
მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება;
დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა;
უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
ხანდაზმულ პირთა დახმარება;
ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება;
ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება;
სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება;
შშმ პირთა დახმარება;
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება;