ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერმა სოფლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები მოინახულა

16 აგვისტო, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარეობს.

ყიტაანში, მუკუზანსა და კალაურში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ყიტაანში რეზერვუარი მონტაჟდება, შაშიანში საუბნო გზის მოხრეშა მიმდინარეობს, ხოლო კალაურში საბავშვო სკვერის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 520 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე