ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერმა სოფელ ბაკურციხეში გზის რეაბილიტაცია მოინახულა

12 მარტი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან ერთად, სოფელ ბაკურციხეში, გრიგოლ ფერაძის სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს 2440 მეტრი სიგრძის გზის საფარის, სანიაღვრე არხისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას.

გარდამავალი პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 1 270 000 ლარს შეადგენს.

გააზიარე