ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერმა ჩუმლაყში მიხეილ არევაძის გზის რეაბილიტაცია მოინახულა

19 სექტემბერი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ, მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროს ბიჭიკო მაისურაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჩუმლაყში, მიხეილ არევაძის სახელობის ქუჩაზე, გზის მოასფალტების სამუშაოები მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარის ერთი ფენა უკვე მოეწყო 1645 მეტრი სიგრძის გზაზე და გაკეთდა სანიაღვრე არხი.

პროექტი, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "მშენებელი" ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 437 729 ლარით ფინანსდება.

გააზიარე