მერიამ ტაქსის მძღოლებს სადეზინფექციო ხსნარები გადასცა
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და მერიის წარმომადგენლებმა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გურჯაანში მომუშავე ტაქსის მძღოლებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი გადასცეს. ასევე, მათ მიეცათ ინსტრუქცია თუ როგორ და რა სიხშირით უნდა მოხდეს აღნიშნული საშუალებით ავტომობილის დეზინფექცია.
მერია სადეზინფექციო ხსნარს ასევე გადასცემს სამარშუტო ტაქსების მძღოლებსაც რომლებიც ყველა შესრულებული მარშუტის შემდეგ მოახდნენ სატრანსპორტო საშუალების დამუშავებას, პროცესს კი მერიის ზედამხედველობის სამსახური გაუწევს კონტროლს.
მუნიციპალიტეტის მერიას აქვს სადეზინფექციო ხსნარის საკმარისი მარაგი რომლითაც, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საჭიროების შესაბამისად მძღოლები უზრუნველყოფილი იქნებიან.
.შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს