ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერიამ 700 სოციალურად დაუცველ ოჯახს, სასურსათე კალათები გადასცა.

31 დეკემბერი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 700 სოციალურად დაუცველ ოჯახს, სასურსათე კალათები გადასცა.

სასურსათე ნობათი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით განაწილდა: სოციალურად დაუცველი ოჯახები, სოციალური ქულით 30 000, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირების ოჯახები, მარტოხელა მოხუცები და მარჩენალდაკარგულები.

სოციალური დახმარების პაკეტები ბენეფიციარებს ჩემმა წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა გადასცეს, რაშიც მეც მივიღე მონაწილეობა.

სასურსათე კალათებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოიყო.

გააზიარე