ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერი ა(ა)იპებთან შეხვედრებს აგრძელებს

6 April, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში ა(ა)იპ " მუნიციპალური სერვისის", ა(ა)იპ "დასუფთავების სამსახურის" და ა(ა)იპ "გარე განათების" თანამშრომლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე წლის გეგმებზე ისაუბრეს. მერმა თანამშრომლებისგან პირადად მოისმინა საჭიროებები, რომელიც მათი მაქსიმალურად ეფექტიანი საქმიანობისთვის არის საჭირო. ზურაბ უტიაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის ყოველთვის მზად არის პირადად მოუსმინოს თითოეულ მათგანს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მათ საქმიანობაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, სამუშაო შეხვედრას, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ა(ა)იპ-ის თანამშრომლებთან გამართავს.

გააზიარე