ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მელაანში სამების ეკლესიისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა

28 ივნისი, 2021

სოფელ მელაანში სამების ეკლესიისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2046 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 873 345 ლარით დაფინანსდა.


საგზაო სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "გზამშენი 15" შეასრულა.

გააზიარე