მდგრადი ენერგეტიკის დღე გურჯაანში
ევროკავშირის პროექტის „მერების შეთანხმების" ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა.
გურჯაანის ტექნოპარკში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის ლედი ტურიაშვილის ორგანიზებით, თომა ჩაგელიშვილის ფილმის "ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში" ჩვენება გაიმართა.
ენერგოეფექტურობის კვირეული გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკვე მეექვსე წელია სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება.