ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მასობრივი ვაქცინაცია კაჭრეთში

19 აგვისტო, 2021

სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის გეოგრაფოული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, COVID 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად მობილური ამცრელი ჯგუფები ამჯერად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ჩამოვიდნენ, სადაც მასობრივი ვაქცინაცია ჩაატარეს.

 ვაქცინაციის ჩატარების სურვილი რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა გამოთქვა. პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი დაესწრნენ.

 მასობრივი ვაქცინაციის კამპანია სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლებშიც გაგრძელდება.

გააზიარე