მარიამ ბერულაშვილს მასწავლებლის ჯილდო გადაეცა
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა, სოფელ ჩუმლაყში საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ჩუმლაყის საჯარო სკოლის მასწავლებელს, მარიამ ბერულაშვილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის "საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის" ჯილდო გადაეცა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს მარიამ ბერულაშვილს დამსახურებული ჯილდო, პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატება და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.