მალე, ქალაქ გურჯაანს რამდენიმე სპორტული სივრცე შეემატება
მალე, ქალაქ გურჯაანს რამდენიმე სპორტული სივრცე შეემატება.
ბესიკის და თელავის ქუჩებზე მინი სპორტული მოედნები გაკეთდება, Სანაპიროს ქუჩაზე და ახტალის ტერიტორიაზე კი ტრენაჟორები და საბავშვო მოედანი მოეწყობა.
Სამუშაოებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 245 681 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 16 თებერვალს სრულდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ქალაქ გურჯაანის გარდა, სპორტული სივრცეები 11 სოფელში მოეწყობა.