ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ლერი გელენავამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

14 ივნისი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს რამაზ ქიტიაშვილთან ერთად, სოფელ ბაკურციხეში, წმ. გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის და სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. "ქუმსიაშვილების" უბნის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და პროექტების დეტალებს ადგილზე გაეცნო.

სოფელ ბაკურციხეში, პროექტით გათვალისწინებულია 2440 სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის კიუვეტისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა, რისთვისაც 1 270 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ ჩუმლაყში კი, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1983 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები და დაიდგმება საგზაო ნიშნები, რისთვისაც 699 000 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ბახტრიონი-2012" ასრულებს.

გააზიარე