ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქ.გურჯაანის კორპუსების ეზოების მოასფალტების მეორე ეტაპი დაიწყო

1 მარტი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტების მეორე ეტაპი დაიწყო.

ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარეობს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „გზამშენი 15“ ასრულებს, რისთვისაც, ჯამში , 935 000 ლარი დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპი გასულ წელს განხორციელდა.
 

 

გააზიარე