ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კახეთში ატმის რთველი აქტიურ ფაზაში შედის

1 ივლისი, 2021

29 ივნისის მდგომარეობით ექსპორტზე გასულია 2028 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამის მოსავალი.

ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა, გასული წლის მსგავსად, “ერთი ფანჯრის პრინციპით” ხორციელდება, რაც ხელს უწყობს

ექსპორტიორებს გამარტივებული წესით

მოხდეს პროდუქციის გატანა.

დღეის მდგომარეობით უმაღლესი ხარისხის ვაშლატამას ფასი 1,30 ლარიდან 1,70 ლარამდე მერყეობს, ხოლო ატმის - 1 ლარიდან, 1,40 ლარამდე.

აღსანიშნავია, რომ ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18-ჯერ არის გაზრდილი. ექსპორტის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამაცივრე მეურნეობების გაზრდილი რაოდენობა. მიმდინარე წელს, სოფელ ჩუმლაყში 40-მდე სამაცივრე ფუნქციონირებს.

 

გააზიარე