კარდენახში შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს
სოფელ კარდენახში, ტეტელოშვილების უბნის და ბანკის ჩასახვევის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოსფალტდება 722 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.
პროექტის ღირებულება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 559 383 ლარს შედგენს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "გზამშენი 15" ასრულებს.