კარდენახში წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო
სოფელ კარდენახში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ახალი ჭაბურღილი საჯარო სკოლასთან დაიბურღა და დამონტაჟდა ორი რეზერვუარი, საიდანაც წყლით საჯარო სკოლა და 60 - მდე ოჯახი მომარაგდება. სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს "ჰიდროგეო" ასრულებს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, 7 ახალი ჭაბურღილი ეწყობა, სამ სოფელში კი სრულად რეაბილიტირდება წყლის სათავე ნაგებობა და წყალმომარაგების ქსელი.