კარდენახის საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დაიწყო
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა და სწავლის პროცესი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა მიულოცეს. შეგახსენებთ, რომ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 322 505 ლარი დაიხარჯა, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა შენობის სახურავი, ამორტიზებული იატაკები, განახლდა ჭერი, გარემონტდა გარე ფასადი და გაკეთდა კოსმეტიკური რემონტი.