ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში ზიარის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

4 ივნისი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ გურჯაანში ზიარის ქუჩის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის მიხედვით 820 მეტრი სიგრძის გზაზე კეთდება ბეტონის გზა, ეწყობა გვერდული და სანიაღვრე არხი.

მიმდინარე სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მოადგილესთან - კოტე ბერიძიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან - გიორგი კუპრაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 413 000 ლარით ფინანსდება.

გააზიარე