ქალაქ გურჯაანში სტიქიით დაზიანებული სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან ერთად ქალაქ გურჯაანში, სტიქიით დაზიანებული სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია ადგილზე მოინახულა.
სანაპიროს ქუჩა ქალაქ გურჯაანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიდა გზაა, რომელიც გასულ წელს სტიქიამ დააზიანა.
ამ დროისთვის დასრულებულია ბორდიურების და ასფალტის პირველი ფენის მოწყობა.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის, მთავრობის განკარგულებით, 211 000 ლარი დაიხარჯება.